weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პიტერ კრაუჩი გინესის რეკორდსმენი გახდა

12:24 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ინგლისის პრემიერ ლიგაში თავით ყველაზე მეტი გატანილი გოლის ავტორი.

საფეხბურთო კლუბ „სტოუკ სიტის“ 36 წლის აყლაყუდა ფორვარდის ანგარიშზე ინგლისის ჩემპიონატებში თავით გატანილი 51 გოლია, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

პიტერ კრაუჩმა გინესის წიგნის მიერ დასმულ 10 საფეხბურთო შეკითხვასაც უპასუხა:

201 სმ სიმაღლის მქონე თავდამსხმელს სხვადასხვა დროს მრავალ ინგლისურ კლუბში უთამაშია, დასამახსოვრებელი კარიერა კი „პორტსმუთში“, „საუთჰემპტონში“, „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ ჰქონდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]