ძიუდოს დარბაზის ფართი 370 კვ. მეტრია, ხოლო სპორტული კომპლექსის საერთო ტერიტორია 600კვ მეტრს შეადგენს. დარბაზში 2-2 გასახდელი და საშხაპე, ამდენივე საპირფარეშო და სავარჯიშო დარბაზია.
ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის თქმით, დარბაზში ორასამდე ნორჩი ძიუდოისტი ივარჯიშებს.
„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონებში სპორტის განვითარებას. ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სახეობაა და მიხარია, რომ სართიჭალაში ასეთი მშვენიერი დარბაზი კეთილმოეწყო. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ინიციატორს, ქვემო ქართლში მთავრობის წარმომადგენლებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავის წვლილი შეიტანა ამ მართლაც საშვილიშვილო საქმეში“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.