weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ნაკრებს ისევ ილიას ზუროსი გაწვრთნის

11:42 პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ისევ ილიას ზუროსი გაუძღვება. ახალი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და ბერძენი სპეციალისტი ქვეყნის მთავარ გუნდს მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები 2015 წელს ჩაიბარა.

„მოხარული ვარ, რომ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია, მეც და საქართველოს კალათბურთის ფედერაციაც. განვლილ ორ წელიწადში გავმართეთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები და ვიასპარეზეთ ევრობასკეტზე. მომდევნო ციკლი მსოფლიო თასის საკვალიფილაციო ეტაპებია. წინასწარ შეიძლება ითქვას - მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა. თუმცა მოხარული ვარ, რომ ახალ ციკლს ახალი იმედითა და კარგის მოლოდინით ვიწყებთ. არ გვეყოლება ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც ბოლო წლებში გუნდს ძალიან ეხმარებოდნენ, თავს არ ზოგავდნენ. საქმე ძალიან გართულდა მას შემდეგ, რაც FIBA და ევროლიგა ვერ შეთანხმდნენ... შესაბამისად, დღევანდელი სიტუაციით ნაკრებში ვერც ევროლიგის კალათბურთელები ითამაშებენ. არ გვეყოლებიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. მოგეხსენებათ, ბექა ბურჯანაძემც ოპერაცია გაიკეთა, როგორც ვიცი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ იგი მალე დაუბრუნდება მოედანს. ჯანმრთელობას ვუსურვებ. ძალიან, ძალიან მაგრად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამ კალათბურთელების არყოფნის ფონზე დადებით შედეგს მივაღწიოთ. დავიწყებთ იმ რესურსით, რაც ჩვენს ხელთაა. იმედი მაქვს, სხვები ითამაშებენ, გვიჩვენებენ, რომ შეუძლიათ... ახლა საჭიროა, ვიპოვოთ საუკეთესო კალათბურთელები საქართველოს ნაკრებისთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ და გავუმჯობესდეთ თამაშიდან თამაშამდე. მნიშვნელოვანია ყველა ერთად დავდგეთ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მჯერა, რომ ამ საკვალიფიკაციოზე წარმატებით თამაში შეგვიძლია, უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვაგრძოთ ბრძოლა მთავარი მიზნისთვის“, - ციტირებს ილიას ზუროსის სიტყვებს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ ნოემბერში ილიას ზუროსსა და საქართველოს ნაკრებს მორიგი გამოცდა ელოდებათ, როდესაც მსოფლიოს 2019 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყება, რომელშიც ქართველთა მეტოქეები სერბეთი, გერმანია და ავსტრია იქნებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]