გიორგი დეკანოსიძის შეგირდებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და მთლიანობაშიც შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს. თელაველთაგან ჰეთ თრიქით ფლანგელი შემტევი ვასიკო გოგოლიძე გამოირჩა, მის გარდა კი გოლები გიორგი ხარებაშვილმა, ილია ბერიაშვილმა, გიორგი ნიქაბაძემ და ნიკა ნოზაძემ გაიტანეს.
მორიგ შეხვედრას სკ „თელავი“, რომელიც მიმდინარე ათგუნდიან გათამაშებაში მე-3 ადგილს იკავებს, 16 ოქტომბერს კვლავ სტუმრად გამართავს და „ჭიათურას“ დაუპირისპირდება.