100 კგ წონით კატეგორიის საჩემპიონო ორთაბრძოლაში ქართველმა ვეტერანმა ფალავანმა ირანელ სოჰრაბ როსტამ რაჰმატაბადი მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
კურტანიძე ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ფინალამდე ზედიზედ სამ შეხვედრაში იმარჯვა. მან ჯერ რუმინელი ადრიან რეკორეანი 5:1 დაამარცხა, შემდეგ ამერიკელ ოქტავიუს ტრავონ ბელამის 7:0 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში მონღოლ ნარანბაატარ დავადორჯს ”მშრალი” ანგარიშით 5:0 სძლია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პლოვდივში ვეტერანთა შორის გამართულ პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონობა ტარიელ შავაძემაც იზეიმა, მანამდე კი ძიუდოისტი ალექსი დავითაშვილი გახდა ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი.