weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყაზაიშვილის გოლმა გუნდი წაგებას გადაარჩინა

11:55 ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017

ამერიკის რეგულარული ჩემპიონატის (MLS) მორიგ ტურში ვაკო ყაზაიშვილის გუნდი „სან ხოსე ერსქვეიკსი“ სტუმრად ვანკუვერის „უაიტკეპსს“ შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის კარში გატანილი ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა და საკუთარ გუნდს პლეი-ოფში გასვლის შანსი დაუტოვა.

კალიფორნიელები დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსან გუნდთან 29-ე წუთიდან აგებდნენ, 77-ე წუთზე კი ყაზაიშვილი ვანკუვერელთა საჯარიმოში შეიჭრა და ახალი ზელანდიის ნაკრების გოლკიპერ სტეფან მარინოვიჩს აუღებელი დაუტყა.

აღნიშნული მატჩი საქართველოს ნაკრების წევრისთვის სან ხოსელთა რიგებში მე-13 გამოდგა, გოლი კი მიმდინარე ჩემპიონატში - მეხუთე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]