weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საჭადრაკო კლუბო „ნონა“ ევროპის თასის ჩემპიონია

13:09 ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017

ქართული საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის საკლუბო თასის გამარჯვებული მესამედ გახდა. „ნონამ“ ოქროს მედლები 2014 და 2015 წლებში მოიპოვა, 2016-ში ვერცხლს დასჯერდა, წელს კი ისევ შეძლო ჩემპიონობა.

 თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული ტურნირის დასკვნითი ტური დრამატული გამოდგა. „ნონა“ რუმინულ „ტიმიშოარასთან“ მხოლოდ ყაიმს დასჯერდა და თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა. ნანა ძაგნიძე (2520) ელიზაბეტ პაეტს (2453) დაუზავდა, ქართული კლუბის სახელით მოთამაშე ინდოელმა დრონავალი ჰარიკამ (2528) ყაიმი მიჰაელ სანდუსთან (2278) გააფორმა, ბელა ხოტენაშვილმა (2459) ანგელა დრაგომირესკუს (2231) სძლია, ნინო ბაციაშვილმა (2472) კი ელენა-ლუმინიცა კოსმასთან (2333) წააგო (ქართული კლუბის ღირსებას სალომე მელიაც იცავდა, რომელსაც ბოლო ტურში არ უთამაშია).

„ნონას“ წაფორხილებით ისარგებლა აზერბაიჯანულმა „ოდლარ იურდუმ“, რომელმაც თურქულ „მარმარას“ 2.5:1.5 მოუგო და ქართული კლუბის დარად, 11 ქულა მოაგროვა. საბოლოოდ, საქმეში დამატებითი მაჩვენებლები ჩაერთო და „ნონა” პირველ ადგილზე გავიდა, „ოდლა იურდუ“ მე-2 ადგილს დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი ბელარუსულ „ბოსა ნოვას“ ერგო, რომელმაც 10 ქულა მიითვალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]