weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარია შარაპოვამ დოპინგის სკანდალის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო

15:22 ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017

ჩოგბურთის რუსმა ვარსკვლავმა მარია შარაპოვამ ტიანძინის ტურნირის ფინალში ბელარუსი არინა საბალენკო 7:5, 7:6 დაამარცხა და 2015 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა WTA-ს ტურნირზე.

პირველი სეტში საბალენკო სამჯერ დაბრეიკდა, ხოლო შარაპოვა - ორჯერ. მაყურებლებმა მეორე სეტში 3-3 ბრეიკი იხილეს, ტაიბრეიკზე კი საბოლოოდ შარაპოვამ იყოჩაღა.

შარაპოვამ ამ გამარჯვებით 280 ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 57-ე ადგილამდე დაწინაურდა, ბელარუსმა კი 178 ქულა მიიღო და 76-ე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ მარია შარაპოვამ ტიანძინში გამარჯვებამდე, ბოლოს 2015 წელს ბრიზბენის ტურნირზე იმარჯვა, 2016 წელს კი ორგანიზმში აღმოჩენილი აკრძალული პრეპარატის გამო მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ მძიმე პერიოდის გადალახვა მოუხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]