weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ნაკრები ნოემბერში მატჩებს გორსა და ქუთაისში გამართავს

10:56 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და ორივე შეხვედრა, პირველად უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში, დედაქალაქს მიღმა გაიმართება: ვლადიმირ ვაისის გუნდი 10 ნოემბერს, გორში კვიპროსის ნაკრებს დაუხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ ბელარუსს ქუთაისში უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ უმეტეს ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ეროვნული გუნდი არამხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, არამედ სხვადასხვა ქალაქში მართავს მატჩებს, თუმცა საქართველოს ნაკრებს თბილისს გარდა მხოლოდ სამჯერ უთამაშია.

პირველად ასეთი რამ 1992 წლის 2 სექტემბერს მოხდა, მაშინ როდესაც საქართველოს ნაკრები ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ დღეს ქვეყნის მთავარი გუნდი აზერბაიჯანს ამხანაგურად გურჯაანში გაეჯიბრა და მეტოქე 6:3 დაამარცხა.

მეორე თბილისსგარე შეხვედრა ოფიციალური იყო - მსოფლიოს 1998 წლის შესარჩევი ციკლის შეხვედრა ბათუმში გაიმართა და საქართველომ მოლდოვის ნაკრების დამარცხება 2:0 შეძლო.

უკანასკნელად კი „ჯვაროსნებმა“ რეგიონში შეხვედრა 2001 წელს ქუთაისში გამართეს, როდესაც აზერბაიჯანის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 დაამარცხეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]