weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

„თბილისიმარათონი 2017“ აღარ ჩატარდება

16:07 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

22 ოქტომბერს დაგეგმილი თბილისიმარათონი 2017 აღარ ჩატარდება. მარათონის ორგანიზატორების განცხადებით, სპორტული საქველმოქმედო ღონისძიების გადადების მიზეზი თბილისის მერიის პოზიციაა, რომელმაც გარბენის დილის 7 საათზე დაწყება ან ღონისძიების ჩატარების ადგილის შეცვლა მოითხოვა. მარათონის ორგანიზატორების თქმით, მერიის მიერ შეთავაზებული გეგმით თბილისიმარათონი 2017-ის ჩატარება შეუძლებელია.

„მორბენლები მარათონის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე მოდიან რეგისტრაციის გავლის, სანომრე ნიშნების მიღების და ხელბარგის დასაწყობების მიზნით. დილის 5 საათზე ღონისძიების დაწყება ფიზიკურად შეუძლებელია და არ აკმაყოფილებს არცერთ საერთაშორისო სტანდარტს“, – ნათქვამია „თბილისიმართონი 2017“-ის განცხადებაში.

რაც შეეხება ღონისძიების ჩატარების ადგილის შეცვლას, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ლოკაციის შეცვლა, სარბენი ტრასის გაზომვა და ტექნიკის გადაწყობა საჭიროებს სულ მცირე 2-თვიან წინასწარ პროცედურას.

„ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ მარათონის თარიღის და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიას პირველად ეცნობა 2016 წლის ნოემბერში, შემდეგ კი 2017 წლის თებერვალში, აპრილსა და სექტემბერში ეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების გაუქმება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ჰაიდელბერგცემენტი და „თბილისიმარათონის“ საორგანიზაციო ჯგუფი ბოდიშს უხდის ყველა მონაწილეს, სპონსორს, მხარდამჭერს და ბენეფიციარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„თბილისიმარათონი“  საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებაა და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. „თბილისიმარათონი“ პირველად 2012 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]