weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ევროპული პლეი-ოფის წყვილები ცნობილია

16:24 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ევროპის პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა ის ოთხი წყვილი, რომელთაგან ოთხი ევროპული ქვეყნის ნაკრები რუსეთში გასამართ მსოფლიო პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.

კენჭისყრაზე რვა ეროვნული ნაკრები FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში არსებული პოზიციების მიხედვით ორ ნაწილად იყო გაყოფილი:

1 - შვეიცარია (11), იტალია (15), ხორვატია (18), დანია (19).

2 - ჩრდილოეთ ირლანდია (23), შვედეთი (25), ირლანდია (26), საბერძნეთი (47).

წილისყრაზე, რომელსაც ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო იერო გაუძღვა, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ჩრდილოეთ ირლანდია - შვეიცარია

ხორვატია - საბერძნეთი

დანია - ირლანდია

შვედეთი - იტალია

პირველი გუნდები საშინაო შეხვედრებს 9-11 ნოემბერს გამართავენ, განმეორებითი მატჩები კი 12-14 ნოემბერს შედგება.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთში გასამართ მუნდიალზე მოსახვედრად ორი საკონტინენტათშორისო პლეი-ოფიც გაიმართება: ჩრდილოეთ ამერიკის ზონის მეოთხეადგილოსანი ჰონდურასი აზიის ზონის მეხუთეადგილოსან ავსტრალიას დაუპირისპირდება, ოკეანეთის ზონის გამარჯვებული ახალი ზელანდია კი - სამხრეთ ამერიკის ზონის მეხუთეადგილოსან პერუს. შეხვედრები 10 და 15 ნოემბერს გაიმართება.

ჰონდურასი - ავსტრალია

ახალი ზელანდია - პერუ

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]