ქართველი ცენტრი მეტოქის ფარს 100-პროცენტიანი შედეგით უტევდა, ორიდან ორი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ზუსტად მოათავსა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი სამი პერიოდი „მეომრებმა“ მოიგეს და თითქოს შეხვედრაც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიეყვანათ, თუმცა მეოთხე მეოთხედი ჰიუსტონელთა გამარჯვებით დასრულდა - 34:20 და საბოლოოდ, „გოლდენ სტეიტი“ ახალი სეზონის სასტარტო მატჩში ერთი ქულის სხვაობით 121:122 დამარცხდა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. „გოლდენ სტეიტში“ ყველაზე მეტი 23 ქულა ახალწვეულმა ნიკ იანგმა ჩააგდო.
მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 19 ოქტომბერს სტუმრად საკრამენტოში „კინგზთან” გამართავს.