weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფაჩულიას 8 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება ნიუ ორლეანში

10:43 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტან ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ NBA-ს ახალდაწყებული ჩემპიონატის მეორე მატჩი ნიუ ორლეანში ადგილობრივ „პელიკანსთან“ გამართა და პირველი გამარჯვება იზეიმა. სადებიუტო მატჩში წაგების შემდეგ ოკლენდელებმა მობილიზებულად ითამაშეს და ნიუ ორლეანში ადგილობრივი გუნდი 128:120 დაამარცხეს.

ზაზა ფაჩულია საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 21 წუთი დაჰყო. მან 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ფაჩულიას 8 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. ქართველ ცენტრს პასივში 3 დაკარგვა ჰქონდა.

მოქმედ ჩემპიონებს 23-23 ქულით სტეფ კარიმ და კლეი თომპსონმა ულიდერეს. კევინ დიურანტმა 22 ქულა მიითვალა. ნიუ ორლეანელებს 32 ქულითა და 16 მოხსნით ენტონი დევისმა ულიდერა. დემარკუს კაზენსმა 23 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

თითო მოგებ-წაგების მქონე „გოლდენ სტეიტს“ მომდევნო მატჩი 22 ოქტომბერს მემფისში „გრიზლისთან“ ელის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]