weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს პატიმრობა მიესაჯა

15:28 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფაბრიციო მიკოლი მომდევნო სამწელიწადნახევარს ციხეში გაატარებს. ამის მიზეზი ისაა, რომ 2010 წელს მიკოლიმ სიცილიელ მაფიოზ ანტონინო ლაურიჩელას ვაჟ მაუროს მიმართა, რადგან ერთ-ერთ პიროვნებას მისი ვალი ჰქონდა და არ აბრუნებდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ფაბრიციო მიკოლის ახლო მეგობარი მაურო ლაურიჩელა დაუნდობლად მოექცა მოვალეს, რათა მისგან თითქმის 20 000 ევრო მიეღო. თანხა მიკოლიმ პიროვნებას ღამის კლუბის ბიზნესის განსავითარებლად ასესხა. საბოლოოდ იტალიის სასამართლომ პალერმოს პროკურატურის მიერ მოყვანილი მტკიცებულება გაითვალისწინა და 38 წლის ექს-ფეხბურთელს პატიმრობა შეუფარდა.

შეგახენებთ, რომ კარიერის განმავლობაში ფაბრიციო მიკოლის ტურინის „იუვენტუსში“, „პერუჯაში“, ფლორენციის „ფიორენტინაში“, „პალერმოში“, „ლეჩესა“ და ლისაბონის „ბენფიკაში“ უთამაშია, იტალიის ეროვნულ გუნდში კი 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]