weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა თავი მოიკლა

16:52 ორშაბათი, 24 აპრილი 2017

ჩეხეთის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „გაზიანთეფსპორის“ მცველმა ფრანტიშეკ რაიტორალმა თავი მოიკლა. ფეხბურთელის სუიციდის შესახებ ინფორმაცია თურქული გუნდის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰალილ ქიზილმა დაადასტურა, თუმცა მისივე თქმით, თვითმკვლელობის მოტივი და მიზეზი უცნობია.

„სამწუხაროდ, სუიციდის ამბავი სიმართლეა. როგორც ვიცით, მას პრობლემები არ ჰქონდა და რატომ ჩაიდინა ასეთი რამ, არ ვიცით“, - აღნიშნა ქიზილმა.

რაიტორალი 23 აპრილის დილას გუნდის ვარჯიშზე იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ქალაქ გაზიანთეფში მდებარე ბინაში გარდაცვლილი მას შემდეგ იპოვეს, რაც იგი ახლობლების ზარებს არ პასუხობდა, სახლი კი შინიდან იყო ჩაკეტილი. ფეხბურთელმა თავი ჩამოიხრჩო.

ფრანტიშეკ რაიტორალი 31 წლის იყო და თურქულ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეუერთდა. მანამდე იგი ჩეხეთში - „პრიბრამში“, ოსტრავას „ბანიკსა“ და „პლზენში“ თამაშობდა, ნახევარი სეზონი კი 2014 წელს იჯარით გერმანულ „ჰანოვერში“ დაჰყო.

ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში რაიტორალს 2012 წლიდან 14 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]