შენგელიამ მართლაც დიდებული თამაში ჩაატარა და საკუთარ გუნდს „გიპუსკოასთან“ მოაგებინა (88:86). ქართველმა კალათბურთელმა 36:36 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოახერხა.
საგულისხმოა, რომ თორნიკე შენგელია შეტევაში თითქმის უშეცდომოდ მოქმედებდა და 9-დან 8 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
თორნიკე შენგელია ტურის საუკეთესო მოთამაშე მიმდინარე სეზონში პირველად გახდა.