weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„არ ვნანობ“ - გურამ კაშია ლგბტ პირთა მხარდამჭერი აქციისა და კრიტიკის შესახებ

11:07 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, არნემის „ვიტესის“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ქართველ ქომაგთა კრიტიკას უპასუხა. „ფეისბუქის“ მეშვეობით გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა კაშია ამ აქციაში მონაწილეობისთვის გააკრიტიკა და მისი ნაკრებიდან მოკვეთაც მოისურვა.

კაშიასადმი საქართველოს მოქალაქეების აღშფოთების მიზეზი ფეხბურთელის მიერ აქციის ფარგლებში მორგებული კაპიტნის საგანგებო სამკლაური გახდა, რომელიც კაშიას მსგავსად ყველა ჰოლანდიური კლუბის კაპიტანს ეკეთა.

„მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მანამ სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მხარს დავუჭერ მას. ესაა ჩემი ხედვა. რთული ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხალხი იყო, ვინც ჩემს ფეიქსბუქ-გვერდზე გამოხატეს უკმაყოფილება და ცხადია, მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. დიახ, ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მე არ მინანია რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა რომ იყო, ეს ჩემი ხედვაა. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.“ - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა გამოცემა NOS-თან ვიდეოინტერვიუში.

„ზოგიერთს უნდა ყურადღება მიიქციის არაფრისგან, იყო რამდენიმე პატარა სულელური სტატია, მაგრამ თუნდაც ათასობით ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს, თუ ჩემი ეროვნული ნაკრები გამომიძახებს, მე აუცილებლად წავალ სათამაშოდ. ზოგჯერ პრესა პატარა საგნებს ძალიან დიდებად აქცევს. სტატია ძალიან სულელური იყო ჟურნალისტის მხრიდან და მან ამით ცუდ სიტუაციაში ჩაიგდო თავი, მას უფრო მეტი კრიტიკა შეხვდა, ვიდრე მე“, - დასძინა გურამ კაშიამ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]