weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

„მერსედესმა“ კონსტრუქტორთა თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო

11:36 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

ლუის ჰამილტონმა აშშ-ის გრან-პრი მოიგო და გარდა იმისა, რომ ამით მეოთხე ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა, „მერსედესს“ ზედიზედ მეოთხედ მოაპოვებინა კონსტრუქტორთა თასი. ბრიტანელი პილოტი ახლა უკვე 66 ქულას უგებს უახლოეს მდევარ სებასტიან ფეტელს და დარჩენილ სამ რბოლაში მხოლოდ 9 ქულაც ეყოფა იმისათვის, რათა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდეს.

ჰამილტონმა რბოლა საკმაოდ ადვილად მოიგო იმის მიუხედავად, რომ ფეტელმა სტარტზევე გაასწრო. ბრიტანელმა მეექვსე წრეზევე დაიბრუნა ლიდერის პოზიცია და ის მხოლოდ მაშინ დათმო, როცა პიტ-სტოპი შეასრულა. ბოქსიდან რომ გამოდიოდა, ფეტელს გასწრების შანსი ისევ მიეცა, მაგრამ ამჯერად „მერსედესის“ პილოტმა ამის საშუალება არ მისცა.

ფეტელი მეორე ადგილს დასჯერდა, კვარცხლბეკის მესამე საფეხური კი, მიუხედავად იმისა, რომ ფინიშთან მეოთხე მივიდა, მისმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა დაიკავა. ფინელ პილოტს ბოლო წრეზე მაქს ფერსტაპენმა გაასწრო, მაგრამ რბოლის შემდგომ სტუარდებმა გადაწყვიტეს, რომ გასწრებისას ჰოლანდიელმა მიზანს სახიფათო მანევრით მიაღწია, რისთვისაც ის 5 წამით დააჯარიმეს. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითებულიყო.

აშშ-ის მოგებული გრან-პრი ჰამილტონისთვის ამ სეზონში მეცხრე, კარიერაში კი 62-ე გამარჯვებაა. მომდევნო ეტაპს ერთ კვირაში მექსიკა უმასპინძლებს.

აშშ-ის დიდი პრიზი

ოსტინი (ტეასი), სერკვიტ ოფ ამერიკას, დისტანცია 308.405 კმ (5.513 კმ, 56 წრე)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:33:50.993

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) +00:10.143

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 00:15.779

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 00:16.768

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 00:34.967

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 01:30.980

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 01:32.944

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 1 წრე

ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 1 წრე

დანილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

ბრენდონ ჰარტლი (ახალი ზელანდია, „ტორო როსო“) 1 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1 წრე

რბოლას გამოეთიშნენ:

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 32 წრე

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 42 წრე

პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 51 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 53 წრე

უსწრაფესი წრე:

სებასტიან ფეტელი - 1:37.766, 51-ე წრე

2017 წლის პილოტთა საერთო კლასიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი - 331 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 265
  3. ვალტერი ბოტასი - 244
  4. დანიელ რიკარდო - 192
  5. კიმი რაიკონენი - 163
  6. მაქს ფერსტაპენი - 123
  7. სერხიო პერესი - 86
  8. ესტებან ოკონი - 73
  9. კარლოს საინსი - 54
  10. ფელიპე მასა - 36
  11. ნიკო ჰულკენბერგი - 34
  12. ლანს სტროლი - 32
  13. რომენ გროჟანი - 28
  14. კევინ მაგნუსენი - 15
  15. სტოფელ ვანდოორნი - 13
  16. ფერნანდო ალონსო - 10
  17. ჯოლიონ პალმერი - 8
  18. პასკალ ვერლაინი - 5
  19. დანილ კვიატი - 5
  20. მარკუს ერიკსონი - 0
  21. ანტონიო ჯოვანაცი - 0
  22. პიერ გასლი - 0
  23. ბრენდონ ჰარტლი - 0

2017 წლის კონსტრუქტორთა თასის საერთო ჩათვლა:

  1. მერსედესი - 575 ქულა
  2. ფერარი - 428
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 315
  4. ფორს ინდია-მერსედესი - 159
  5. უილიამს-მერსედესი - 68
  6. ტორო როსო-რენო - 53
  7. რენო - 48
  8. ჰაას-ფერარი - 43
  9. მაკლარენ-ჰონდა - 23
  10. ზაუბერ-ფერარი - 5
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]