weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალგაზრდა ძალოსნებმა ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე 27 მედალი მოიპოვეს

16:26 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს, რაც მედლების რაოდენობის მხრივ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ახალგაზრდებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, 23-წლამდელები კი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილზე გავიდნენ.

ქართველ ძალოსანთა შედეგები ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ჩემპიონატზე:

ახალგაზრდები

რევაზ დავითაძე (85 კგ) - ატაცი ოქრო (165), აკვრა ოქრო (188), ორჭიდი ოქრო (353).
დათო ხეცურიანი (105 კგ) - ატაცი ოქრო (173), აკვრა ბრინჯაო (204), ორჭიდი ოქრო (377).

ირაკლი ჩხეიძე (105 კგ) - ატაცი მეექვსე ადგილი (164), აკვრა ვერცხლი (206) ორჭიდი ბრინჯაო (370).
გიორგი ჩხეიძე (+105 კგ) - ატაცი ვერცხლი (185), აკვრა ვერცხლი (231), ორჭიდი ვერცხლი (416).

გათამაშებაში 35 ქვეყანა მონაწილეობდა, სულ 123 ვაჟი და 85 ქალი სპორტსმენი.

23-წლამდელები

ანასტასია გოტფრიდი (90 კგ) - ატაცი ოქრო (123), აკვრა ოქრო (140), ორჭიდი ოქრო (263).
შოთა მიშველიძე (62 კგ) - ატაცი ოქრო (134), აკვრა ოქრო (153), ორჭიდი ოქრო (287).

რამინ შამილიშვილი (62 კგ) - ატაცი ვერცხლი (124), აკვრა ბრინჯაო (146), ორჭიდი ვერცხლი (270).
გოგა ჩხეიძე (69 კგ) - ატაცი ბრინჯაო (134), აკვრა ოქრო (174), ორჭიდი ვერცხლი (308).
გოდერძი ბერდელიძე (56 კგ) - ატაცი მეოთხე ადგილი, აკვრა ბრინჯაო (135), ორჭიდი ბრინჯაო (246).
ლონგინოზბრეგვაძე (105 კგ) - ატაცი ოქრო (176), აკვრა მეოთხე (199) ორჭიდი ვერცხლი (375).

გათამაშებაში 31 ქვეყანა მონაწილეობდა, აქედან 81 ვაჟი და 56 ქალი სპორტსმენი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]