მოსკოველმა „რკინიგზელებმა“ მე-14 ტურში შინ „კრასნოდარი“ 2:0 დაამარცხეს და რუსეთის პრემიერ ლიგის გათამაშებას სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ ერთად უდგანან სათავეში.
„ლოკომოტივის“ დაცვის ლიდერმა „კრასნოდართან“ მაღალ დონეზე ითამაშა და „რკინიგზელებმა“ კვერკველიას დამსახურებით მეტოქეს შეტევის საშუალება არ მისცეს“, - წერს გამოცემა championat.com.
შეგახსენებთ, რომ კვერკველია რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ატარებს და დაცვაში კარგად თამაშის გარდა, გოლების გატანასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრასაც ხშირად ახერხებს.