პირველი ნახევრის შემდეგ, მიუხედავად დიდი უპირატესობისა, გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილმა თელაველებმა ტაიმი უგოლოდ დაასრულეს. მეორე ნახევრის 63-ე წუთზე ანგარიში ცენტრალურმა მცველმა ანტონ თოლორდავამ გახსნა, როდესაც ნიკოლოზ ბაშელეიშვილის ნაკუთხურალ ბურთს მძლავრი თავური შეაგება და მეკარისგან შორეულ კუთხეში გაიტანა. მეორედ მასპინძლებმა 75-ე წუთზე ნიკოლოზ ბაშელეიშვილის გოლით იხეირეს, მესამე ბურთი სტუმართა კარში კი მეორე საგოლე პასის ავტორმა გიორგი ხარებაშვილმა 81-ე წუთზე ასევე კუთხურიდან გაიტანა.
სკ „თელავს“ ჩემპიონატის II ეტაპზე ჩატარებული 7 ტურის შემდეგ აქტივში 30 ქულა აქვს და მე-2 ადგილს „ნორჩ დინამოსთან“ ერთად იყოფს. მორიგ მატჩს თელავური გუნდი 3 ნოემბერს ხობში, ადგილობრივ „კოლხეთთან“ გამართავს.