weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე ხონის „იმერეთს“ სძლია

10:36 პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017

საქართველოს ლიგა 3-ის II ეტაპზე მოასპარეზე საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ხონის „იმერეთი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებით თითქმის გაინაღდა პლეი-ოფის ზონაში მოხვედრა.

პირველი ნახევრის შემდეგ, მიუხედავად დიდი უპირატესობისა, გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილმა თელაველებმა ტაიმი უგოლოდ დაასრულეს. მეორე ნახევრის 63-ე წუთზე ანგარიში ცენტრალურმა მცველმა ანტონ თოლორდავამ გახსნა, როდესაც ნიკოლოზ ბაშელეიშვილის ნაკუთხურალ ბურთს მძლავრი თავური შეაგება და მეკარისგან შორეულ კუთხეში გაიტანა. მეორედ მასპინძლებმა 75-ე წუთზე ნიკოლოზ ბაშელეიშვილის გოლით იხეირეს, მესამე ბურთი სტუმართა კარში კი მეორე საგოლე პასის ავტორმა გიორგი ხარებაშვილმა 81-ე წუთზე ასევე კუთხურიდან გაიტანა.

სკ „თელავს“ ჩემპიონატის II ეტაპზე ჩატარებული 7 ტურის შემდეგ აქტივში 30 ქულა აქვს და მე-2 ადგილს „ნორჩ დინამოსთან“ ერთად იყოფს. მორიგ მატჩს თელავური გუნდი 3 ნოემბერს ხობში, ადგილობრივ „კოლხეთთან“ გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]