მთელი თამაშის განმავლობაში სტუმრები წინ იყვნენ, მაგრამ დასკვნით მეოთხედში „მეომრებმა“ იძალეს და 13-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს ბოლო პერიოდი, ხოლო მთლიანად შეხვედრა სამი ქულის სხვაობით მოიგეს – 120:117.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მოედანზე 13 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ფაჩულიამ ხსენებულ დროში 4 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. 50%-იანი სიზუსტით ითამაშა შეტევაში, ხოლო 9 მოხსნიდან 3 მეტოქის ფარზე მიითვალა. აღსანიშნავია, რომ „გოლდენ სტეიტის“ რიგებში ფაჩულიაზე მეტი მოხსნა მხოლოდ კევინ დურანტმა დააგროვა (11).
„გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფენერენციაში 4 მოგებითა და 2 წაგებით მეხუთე ადგილზეა. კალიფორნიული გუნდი მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „დეტროიტ პისტონზთან“ ჩაატარებს.