weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლუის ჰამილტონი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

11:23 ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017

მექსიკის დიდი პრიზის რბოლა ლუის ჰამილტონისთვის ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოდგა, მაგრამ რბოლის ბოლოს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის მეოთხე ტიტული მაინც გაინაღდა. რაც შეეხება მექსიკის გრან-პრის, ის „რედ ბულის“ ახალგაზრდა ჰოლანდიელმა პილოტმა მაქს ფერსტაპენმა მოიგო.

რბოლის შედეგი სტარტზევე მომხდარმა ინციდენტმა განსაზღვრა. ჩემპიონატში ჰამილტონის უახლესმა მდევარმა სებასტიან ფეტელმა თითქოს ცუდი სტარტი არ აიღო, მაგრამ ფერსტაპენმა და ჰამილტონმა მის უკან არსებული გაუხშოებული ჰაერით ისარგებლეს და სლიპ-სტრიმით შეძლეს პირველ მოსახვევში შესვლამდე ფეტელის გვერდში ამოდგომა. უკეთესი ტრაექტორიის წყალობით, ფერსტაპენმა დაწინაურება შეძლო. მოსახვევიდან გამოსვლისას, ფეტელის „ფერარიმ“ მეტოქის „რედ ბულს“ ბორბალზე წინა ფრთა წამოსდო, თუმცა ბედად ორივემ გზა გააგრძელა. ამასობაში, ფეტელს ჰამილტონმაც გაასწრო, მაგრამ „ფერარი“ წინა ფრთით, ახლა უკვე „მერსედესს“ გამოედო და ამჯერად ორივე ბოლიდი დაზიანდა. მანქანის დაზიანების მიუხედავად, ფეტელმა შეძლო გზის გაგრძელება და ფინიშამდე მეოთხე ადგილამდე მიღწევა, ჰამილტონი კი მხოლოდ ქულებში ცხვირის შეყოფას დასჯერდა - მთავარი ისაა, რომ აღნიშნულ რბოლაში დაკავებული მეცხრე ადგილითაც კი ბრიტანელმა საკმარისი ქულები მიიღო იმისათვის, რომ მეორეადგილოსან ფეტელისთვის მიუწვდომელი დარჩენილიყო და 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო.

მექსიკური თრილერის შემდეგ, ჰამილტონსა და ფეტელს შორის სხვაობა 56 ქულაა, დარჩენილ ორ რბოლაში (სან პაულო და აბუ დაბი) კი მაქსიმუმ 50 ქულის აღებაა მხოლოდ შესაძლებელი. ჰამილტონის მეცხრე ადგილის პარალელურად, ფეტელს მინიმუმ მეორე ადგილი სჭირდებოდა იმისათვის, რომ ტიტულისთვის ბრძოლის თეორიული შანსი შეენარჩუნებინა. მაგრამ მესამეზე მყოფ თანაგუნდელ კიმი რაიკონენს ვერ დაეწია.

აღსანიშნავია, რომ ფერსტაპენისთვის ეს ამ სეზონში მეორე, კარიერაში კი მესამე გამარჯვება იყო.

მექსიკის დიდი პრიზი

მეხიკო, ძმებ როდრიგესების ტრასა, დისტანცია 305.354 კმ (4.304 კმ, 71 წრე)

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 1:36:26.550

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) +00:19.678

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 00:54.007

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 01:10.078

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1 წრე

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 1 წრე

ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 2 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 2 წრე

რბოლას გამოეთიშნენ:

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 12 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 16 წრე

ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, „ტორო როსო“) 41 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 47 წრე

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 66 წრე

უსწრაფესი წრე:

სებასტიან ფეტელი - 1:18.785, 68-ე წრე

2017 წლის პილოტთა კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 333 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 277
  3. ვალტერი ბოტასი - 262
  4. დანიელ რიკარდო - 192
  5. კიმი რაიკონენი - 178
  6. მაქს ფერსტაპენი - 148
  7. სერხიო პერესი - 92
  8. ესტებან ოკონი - 83
  9. კარლოს საინსი - 54
  10. ლანს სტროლი - 40
  11. ფელიპე მასა - 36
  12. ნიკო ჰულკენბერგი - 34
  13. რომენ გროჟანი - 28
  14. კევინ მაგნუსენი - 19
  15. სტოფელ ვანდოორნი - 13
  16. ფერნანდო ალონსო - 11
  17. ჯოლიონ პალმერი - 8
  18. პასკალ ვერლაინი - 5
  19. დანილ კვიატი - 5
  20. მარკუს ერიკსონი - 0
  21. ანტონიო ჯოვანაცი - 0
  22. პიერ გასლი - 0
  23. ბრენდონ ჰარტლი - 0

2017 წლის კონსტრუქტორთა თასი:

  1. მერსედესი - 595 ქულა
  2. ფერარი - 455
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 340
  4. ფორს ინდია-მერსედესი - 175
  5. უილიამს-მერსედესი - 76
  6. ტორო როსო-რენო - 53
  7. რენო - 48
  8. ჰაას-ფერარი - 47
  9. მაკლარენ-ჰონდა - 24
  10. ზაუბერ-ფერარი - 5
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]