FIFA-ში განიხილება მსოფლიო ლიგის შექმნის იდეა, რომელიც სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება და თამაშები წლის განმავლობაში გაიმართება. ისევე როგორც UEFA-ს ევროპის ერთა ლიგის შემთხვევაში, გუნდები მსოფლიო ლიგაშიც რეიტინგის მიხედვით დივიზიონებად დაიყოფიან.
შეგახსენებთ, რომ UEFA-მ ერთა ლიგა სწორედ ამხანაგური შეხვედრების ნაცვლად შექმნა. ტურნირის საბოლოო ფორმატი ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ გასულ თვეში დაამტკიცა, 24 იანვარს კენჭისყრა გაიმართება, მატჩები კი 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგა ევროპული ეროვნული ნაკრებებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის დამატებითი შანსია.