სერიის მეოთხე მატჩი სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართა, რომელიც „გოლდენ სტეიტმა“ დიდი უპირატესობით, ანგარიშით 121:95 მოიგო. ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა ხუთიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 8 მოხსნითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.
„გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც სან ანტონიოს „სპურზისა“ და ჰიუსტონის „როკეტსის“ დაპირისპირებაში გამოვლინდება. აღნიშნულ სერიაში ამჟამად საერთო ანგარიში 2:2 გახლავთ.