მინსკ-არენაზე ახალი პროგრამები სენიორთა კატეგორიაში მორის ყვითელაშვილმა, ხოლო იუნიორთა შორის ირაკლი მაისურაძემ წარმოადგინეს. მორის ყვითელაშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა, როგორც მოკლე ასევე თავისუფალ პროგრამებში და 17 კონკურენტს შორის, 227.31 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ანალოგიური წარმატება ერგო იუნიორთა შორის ირაკლი მაისურაძესაც, რომლისთვისაც ეს წარმატება საკმაოდ მაღალი შედეგი იყო ასეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე.
მინსკის ტურნირი 2015 წლიდან ტარდება და მოციგურავეები მასში ასპარეზობენ რეიტინგის ზრდისა და მსოფლიო რეკორდული მაჩვენებლის ასამაღლებლად მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადა 9-25 თებერვალს სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანში გაიმართება.