ევროპის ჩემპიონი სახილ ალახვერდოვი (49 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ოთარ ნავერიანმა და (60კგ) ბადრი ხუციშვილმა (64 კგ) მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა.