კვიპროსსა და ბელარუსთან შეხვედრებისთვის ნაკრებში გამოძახებულნი არიან:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანჟი“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („მორეირენსე“, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის „ტორპედო“).
მცველები: ოთარ კაკაბაძე („ხიმნასტიკი“, ესპანეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გია გრიგალავა (ტულას „არსენალი“, რუსეთი), ლაშა დვალი („პოგონი“, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (დონეცკის „შახტარი“, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი („სკა ენერგია“, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“, ლატვია), ლევან გეგეჭკორი (თბილისის „დინამო“).
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი“, ყაზახეთი), ვაკო გვილია („ბ.ა.ტ.ე.“, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია („სევილია“, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის „ვისლა“, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური („ვარდარი“, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა“, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე („რანდერსი“, დანია), ლუკას ჰუფნაგელი („ნიურნბერგი“, გერმანია), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერსქვეიკსი“, აშშ), ჯაბა კანკავა (უკლუბო).
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ვენის „რაპიდი“, ავსტრია), ნიკა კაჭარავა („კორონა“, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (თბილისის „ლოკომოტივი“).
კიდევ რვა ფეხბურთელს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:
ნუკრი რევიშვილი, ბაქარ ქარდავა (ორივე - თბილისის „დინამო“), უჩა ლობჟანიძე, ლადო დვალიშვილი (ორივე - „ატირაუ“, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე, მათე ვაწაძე (ორივე - „სილკებორგი“, დანია), გიორგი ჭანტურია („ურალი“, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი (თბილისის „ლოკომოტივი“).
საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად 6 ნოემბერს სასტუმრო „ჰუალინგში“ შეიკრიბება. საქართველო-კვიპროსის შეხვედრა 10 ნოემბერს, 17:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბელარუსის ნაკრებს კი ვლადიმირ ვაისის შეგირდები 13 ნოემბერს, 18:00 საათზე, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.