weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვლადიმირ ვაისმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთი გაწვრთნას

13:54 ოთხშაბათი, 01 ნოემბერი 2017

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სლოვაკი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის კანდიდატურა სერბეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილება.

შეგახსენებთ, რომ სერბული ფეხბურთის მმართველებმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს და ნაკრებიდან დაითხოვეს სლოვოლიუბ მუსლინი, რომლის ხელმძღვანელობითაც სერბეთის ნაკრებმა D ჯგუფში, სადაც მის გარდა ირლანდიის, უელსის, ავსტრიის, საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებები გამოდიოდნენ, პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მუსლინის შემცვლელად მალევე მლადენ კრსტაიჩი დასახელდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა იგი მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გახლავთ, სერბებს კი გაისად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე შესაძლოა ვლადიმირ ვაისმა უხელმძღვანელოს. მის გარდა სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია რობერტ პროსინეჩკისა და დრაგან სტოიკოვიჩის კანდიდატურებსაც განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის ვადა ეწურება და ცნობილია, რომ მხარეებს მისი გახანგრძლივების სურვილი აქვთ, თუმცა ახალი ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]