ტურნირზე 150-ამდე სპორტსმენმა იასპარეზა. ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, ყველაზე მეტი 6 გამარჯვებული საქართველოს ნაკრებს ჰყავს, სომხეთმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის, ხოლო აზერბაიჯანმა 1 ოქროს მედლის აღება მოახერხა.
96 კგ წონით კატეგორიაში მედლის მოპოვება კახეთის წარმომადგენელმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრმა ბექა ნადაშვილმა შეძლო, რომელმაც ფინალი თბილისელ ბექა ჭელიძესთან დათმო და ვერცხლს დასჯერდა.
გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი თბილისის გუნდმა დაიკავა, მეორეზე ქუთაისი გავიდა, მესამეზე კი - აჭარის ნაკრები.
50 კგ
- მანველ ხაჩატურიანი (სომხეთი)
- გოდერძი ოსანაძე (აჭარა)
- გუგა შეშელიძე (აჭარა) და დავით გელაშვილი (ხარაგაული)
55 კგ
- გოდერძი ძებისაშვილი (გორი)
- გიორგი ნიშნიანიძე (ქუთაისი)
- აკაკი ქემერტელიძე (საჩხერე) და გიორგი ღონიაშვილი (თბილისი)
60 კგ
- ელმარი კაზინოვი (აზერბაიჯანი)
- თორნიკე ქათამაძე (აჭარა)
- ამირან ვახტანგიშვილი (გორი) და არტიომ აზარიანი (სომხეთი)
66 კგ
- დანიელ მარქარაშვილი (კასპი)
- მამაუკა ჩაჩუა (თბილისი)
- ოთარ ძაგუა (საჩხერე) და არცახ სარქისიანი (სომხეთი)
74 კგ
- გოგოა მამიაური (თბილისი ო.მ.ც.)
- ერსემი შველიძე (ხარაგაული)
- ალეკო ლომიძე (ხაშური) და გიორგი ჭელიძე (ქუთაისი)
84 კგ
- დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია)
- მირიან მაისურაძე (ონი ო.მ.ც.)
- გიორგი ჯიქია (სამტრედია) და ჯემალ ჯაბიძე (ქუთაისი)
96 კგ
- ბექა ჭელიძე (თბილისი)
- ბექა ნადაშვილი (გურჯაანი ო.მ.ც)
- ჯაბა მაისურაძე (თბილისი) და ლევანი ლომთაძე (ამბროლაური ო.მ.ც.)
120 კგ
- ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი)
- გიორგი შამათავა (თბილისი)
- ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია) და ზაურ ტაბატაძე (თბილისი)