weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან მჭედლიძეს იტალიაში ავტომობილი და მართვის მოწმობა ჩამოართვეს

14:10 სამშაბათი, 09 მაისი 2017

საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან მჭედლიძე იტალიაში მანქანისა და მართვის მოწმობის გარეშე დარჩა. საფეხბურთო კლუბ „ემპოლის“ ქართველ ფორვარდს საპატრულო პოლიციამ რუსეთში აღებული მართვის მოწმობა და საქართველოში გაფორმებული ავტომობილი (Range Rover Sport) ჩამოართვა.

იტალიაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 2006 წლიდან იტალიაში მოძრავი მძღოლი ვალდებულია იტალიური მართვის მოწმობა ჰქონდეს.

ლევან მჭედლიძეს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწია, დაკარგულის დაბრუნება კი გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლება.

ქართველი ფეხბურთელი ამჟამად ტრავმას მკურნალობს და ჯერ-ჯერობით უცნობია მოასწრებს თუ არა, გამოჯანმრთელებას იტალიის სერია A-ს მორიგი ტურის მატჩისთვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]