weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროპა ლიგაზე ოთხივე ქართველი ფეხბურთელის კლუბი დამარცხდა

10:38 პარასკევი, 03 ნოემბერი 2017

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირი ევროპა ლიგა მე-4 ტურით განახდლა. სამწუხაროდ ყველა ის საფეხბურთო კლუბი დამარცხდა, რომელთა ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიც იცავენ.

მოულოდნელი გამოდგა მოსკოვის „ლიკომოტივის“ საშინაო მარცხი ტირასპოლის „შერიფთან“. სოლომონ კვერკველიას გუნდი სხვებთან შედარებით იოლად მიჩნეულ F ჯგუფის ლიდერი იყო, თუმცა აღნიშნული საშინაო მარცხის (1-2) შემდეგ პოზიციები „კოპენჰაგენსა“ და „შერიფს“ დაუთმო და მე-3 ადგილზე ჩამოქვეითებით საქმე გაირთულა.

სტუმრად „კიოლნთან“ დამარცხდა ბორისოვოს „ბ.ა.ტ.ე.“, რომელმაც პირველი ტაიმი მოუგო H ჯგუფის ბოლოადგილოსან გერმანულ კლუბს, თუმცა საბოლოოდ 2:5 დამარცხდა და მესამე პოზიციაზე დადგა. ვაკო გვილია განაცხადშიც არ ყოფილა.

K ჯგუფის ფსკერზე დაეშვა არნემის „ვიტესი“, რომელიც შინ ყვითელ-წითელ ბარათებით დახუნძლულ შეხვედრაში ბელგიურ „ზულტე-ვარეგემთან“ 0:2 შერცხვა. მეორე ტაიმში თანაგუნდელის გაძევების გამო, „ვიტესის“ ქართველი კაპიტანი გურამ კაშია 67-ე წუთზე შეცვალეს, სამ წუთში კი სტუმარმა კლუბმა მეორე გოლი გაუტანა არნემელებს.

ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა სკოპიეს „ვარდარი“, ამჯერად გასვლაზე ბასკურ „რეალ სოსიედადთან“. მიმდინარე ევროპა ლიგის ყველაზე სუსტი გუნდის შემადგენლობაში ჯამბულ ჯიღაურმა შეუცვლელად ითამაშა.

ევროპა ლიგის მე-5 ტურის მატჩები 23 ნოემბერს გაიმართება, ქართველ ფეხბურთელთა კლუბების შეხვედრები კი ასეთია:

მოსკოვის ლოკომოტივი კოპენჰაგენი

ბ.ა.ტ.ე. – ცრვენა ზვეზდა

ლაციო – ვიტესი

ვარდარი – რუსენბორგი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]