weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ჰოლანდიის ნაკრებს კვლავ დიკ ადვოკაატი გაწვრთნის

15:11 სამშაბათი, 09 მაისი 2017

ჰოლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დიკ ადვოკაატი დაინიშნა, რომელიც ამჟამად სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ წვრთნის. ინფორმაცია ნიდერლანდების სამეფოს საფეხბურთო ასოციაციის კომერციულმა დირექტორმა ჟან პოლ დეკოსომ და ტექნიკურმა დირექტორმა ჰანს ვან ბრიოკელენმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს.

69 წლის ადვოკაატს სტამბოლურ საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რის შემდეგაც იგი სამშობლოს ნაკრებს ჩაიბარებს, მისი ასისტენტი კი ლეგენდად ქცეული რუუდ გულიტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ დიკ ადვოკაატი ნიდერლანდელთა მთავარი გუნდს აქამდე ორჯერ, 1992-1994 და 2002-2004 წლებში წვრთნიდა, უფრო ადრე კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ თაობათა ცვლის პროცესში მყოფი ჰოლანდიის ნაკრების პოსტზე ადვოკაატის წინამორბედი დენი ბლინდი იყო, რომელიც 25 მარტს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ბულგარეთთან 0:2 მარცხის შემდეგ დაითხოვეს.

ადვოკაატი „ფენერბაჰჩემდე“ სწორედ დენი ბლინდის ასისტენტად მუშაობდა ჰოლანდიის ნაკრებში, მანამდე კი წვრთნიდა სერბეთის, რუსეთის, ბელგიის, სამხრეთ კორეისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნულ გუნდებს, ასევე კლუბებს: „სანდერლენდს“, „ალკმაარს“, „პ.ს.ვ. ეინდჰოვენს“, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“, მიონხენგლადბახის „ბორუსიას“, გლაზგოს „რეინჯერსს“ და სხვა.

რაც შეეხება დიკ ადვოკაატის სამწვრთნელო ტიტულებს, „პ.ს.ვ. ეინდჰოვენის“, „რეინჯერსისა“ და „ზენიტის“ თავკაცის რანგში მას მოგებული აქვს: ჰოლანდიის ჩემპიონატი, ჰოლანდიის თასი, ორჯერ შოტლანდიის ჩემპიონატი, ორჯერ შოტლანდიის თასი, რუსეთის ჩემპიონატი, რუსეთის თასი, UEFA-ს თასი და UEFA-ს სუპერ თასი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]