weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლე მანის რბოლისთვის „პერინი“ ელექტრონულ ავტომობილს ააწყობს

11:51 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

ბრიტანულმა კონსტრუქტორმა „პერინმა“ ახალი სპორტული ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ავტომობილი LMP1-ის პროტოტიპს გაეჯიბრება და მომავალში ლე მანის სადღეღამისო მარათონზე გამოვა.

კომპანიამ, რომელიც Williams F1-ის ყოფილმა ინჟინერმა ნიკოლას პერინმა დააარსა, განაცხადა, რომ ახალი ელექტრონული ავტომობილის შემუშავებას LMP1-ში ნამუშევრების საფუძველზე იწყებს და მისი მახასიათებლების დემონსტრირებას სარბოლო ტრასებზე აპირებს.

„პერინმა“ P1 კატეგორიის პროტოტიპის, სახელად Project 424 შესახებ ინფორმაცია პირველად 2013 წელს გააჟღერა. 2017 წელს მისმა წარმომადგენლებმა 2018 წლის სეზონისთვის დაუსახელებელი გუნდის ორი შეკვეთის შესახებ ისაუბრეს, თუმცა შემდეგ გარიგება არ შედგა.

„პერინმა“ განაცხადა, რომ მისი სარბოლო ელექტრონული ავტომობილის სიმძლავრე 870 ცხენისძალა, წონა კი 1100 კგ იქნება. შასის კონსტრუქცია კოკპიტის უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]