კომპანიამ, რომელიც Williams F1-ის ყოფილმა ინჟინერმა ნიკოლას პერინმა დააარსა, განაცხადა, რომ ახალი ელექტრონული ავტომობილის შემუშავებას LMP1-ში ნამუშევრების საფუძველზე იწყებს და მისი მახასიათებლების დემონსტრირებას სარბოლო ტრასებზე აპირებს.
„პერინმა“ P1 კატეგორიის პროტოტიპის, სახელად Project 424 შესახებ ინფორმაცია პირველად 2013 წელს გააჟღერა. 2017 წელს მისმა წარმომადგენლებმა 2018 წლის სეზონისთვის დაუსახელებელი გუნდის ორი შეკვეთის შესახებ ისაუბრეს, თუმცა შემდეგ გარიგება არ შედგა.
„პერინმა“ განაცხადა, რომ მისი სარბოლო ელექტრონული ავტომობილის სიმძლავრე 870 ცხენისძალა, წონა კი 1100 კგ იქნება. შასის კონსტრუქცია კოკპიტის უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებს.