ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში, პოლონელ მოფარიკავეს იადვიგ პაჩეკს 15-6 მოუგო. ასევე პოლონელი პატრისია ჰარეზა კი ნახევარფინალში 15-10 დაამარცხა. ფინალში, ირმა ხეცურიანი ტაილანდელ სპორტსმენს შეხვდა და დამაჯერებლად 15-10 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ირმა ხეცურიანი, კომპანია BP-ის ელჩია საქართველოში და წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა სართაშორისო ტურნირებზე - წელს ხეცურიანმა არაერთი მედალი მოიპოვა მსოფლიოს თასის ეტაპებზე და საერთაშორისო ტურნირებზე.
დღეს, 8 ნოემბერს, ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში ბ-კატეგორიაში იასპარეზებს, ა-კატეგორიაში კი მედლისთვის ახალგაზრდებს შორის მოქმედი ჩემპიონი, ნინა თიბილაშვილი იბრძოლებს.