მე-7 ტურის მატჩი გიორგი დეკანოსიძის შეგირდების სრული უპირატესობით წარიმართა. თელაველებმა შეხვედრაში საგოლე მომენტები უხვად შექმნეს, თუმცა მოსაგებად მხოლოდ ორი იკმარეს - გოლები მიხეილ ბაშელეიშვილმა და გიორგი ნიქაბაძემ, შესაბამისად, 43-ე და 72-ე წუთებზე გაიტანეს.
მორიგ შეხვედრას თელავური გუნდი 15 ნოემბერს, კვლავ სტუმრად გამართავს და ქედაში „ბეთლემს“ შეხვდება.