კასილასის კონკურენტები კრისტიანო რონალდო, ლიონელ მესი, არიენ რობენი, ანდრეა პირლო, ტიაგო სილვა, ლუის სუარესი, მანუელ ნოიერი, იაია ტურე და სერხიო რამოსი იყვნენ.
Golden Foot-ის ნომინანტებს საერთაშორისო ჟურნალისტები ასახელებენ, გამარჯვებული კი გამოკითხვით დგინდება. ჯილდო, რომელიც ტერფის ანაბეჭდს წარმოადგენს, 2003 წლიდან გაიცემა და იგი ზედიზედ მოიპოვა ამპლუით მეკარემ - გასულ წელს პრიზი ჯანლუიჯი ბუფონს ერგო.
წინა წლების Golden Foot-ის მფლობელთა სია ასე გამოიყურება:
2003 - რობერტო ბაჯო (ბრეშა)
2004 - პაველ ნედვედი (იუვენტუსი)
2005 - ანდრეი შევჩენკო (მილანი)
2006 - რონალდო (რეალი)
2007 - ალესანდრო დელ პიერო (იუვენტუსი)
2008 - რობერტო კარლოსი (ფენერბაჰჩე)
2009 - რონალდინიო (მილანი)
2010 - ფრანჩესკო ტოტი (რომა)
2011 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2012 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)
2013 - დიდიე დროგბა (გალათასარაი)
2014 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
2015 - სამუელ ეტო’ო (ანტალიასპორი)
2016 - ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)