ახალ ბურთს, რომელიც ტრადიციულად გერმანულმა სპორტულმა ბრენდმა „ადიდასმა“ დაამზადა, Telstar 18 ჰქვია. აღსანიშნავია, რომ 1970 და 1974 წლების მუნდიალების ბურთებს, შესაბამისად, Telstar და Telstar Durlast ერქვათ. სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან - Television Star (სატელევიზიო ვარსკვლავი) და მის შეკვეცილ ფორმას წარმოადგენს.
ახალი ფორმის ნიმუშებისგან შეკერილი უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ახალ ბურთში მიკროჩიპი იქნება დატანებული, გარეგნულად კი დაპიქსელებული დიზაინითაა გაფორმებული.
აქვე გთავაზობთ ყველა იმ წინა ბურთის ფოტოს, რომლებიც „ადიდასმა“ 1970 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, ოფიციალურად მსოფლიო ჩემპიონატებისთვის დაამზადა: