weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ პირველად მე-7 ტურში დამარცხდა

09:59 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრი ჯგუფის პირველადგილოსანი საფეხბურთო გუნდი „თელავი“ მიმდინარე სეზონში პირველად მე-7 ტურში დამარცხდა.

უკანასკნელ შეხვედრაში „თელავმა“ სტუმრად თბილისში, „შატილის“ სტადიონზე „ნორჩ დინამოსთან“ მინიმალური სხვაობით 0:1 წააგო. თელავურმა გუნდმა გოლი 79-ე წუთზე გაუშვა.

ამ დროისთვის ლიგა 3-ის ლიდერ „თელავს“ 4 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება, შესაბამისად 14 ქულა აქვს. დღეს ლიგა 3-ის მე-7 ტურის ბოლო მატჩი გაიმართება, სადაც თელაველთა ორი კონკურენტი გუნდი „მარკ სტარსი“ და „შევარდენი 1906“ ერთმანეთს შეხვდება. „თელავს“ პირველი ადგილის შესანარჩუნებლად კონკურენტების ფრე აძლევს ხელს, რომელიმე გუნდის მოგების შემთხვევაში კი პირველ ადგილს დათმობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]