უკანასკნელ შეხვედრაში „თელავმა“ სტუმრად თბილისში, „შატილის“ სტადიონზე „ნორჩ დინამოსთან“ მინიმალური სხვაობით 0:1 წააგო. თელავურმა გუნდმა გოლი 79-ე წუთზე გაუშვა.
ამ დროისთვის ლიგა 3-ის ლიდერ „თელავს“ 4 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება, შესაბამისად 14 ქულა აქვს. დღეს ლიგა 3-ის მე-7 ტურის ბოლო მატჩი გაიმართება, სადაც თელაველთა ორი კონკურენტი გუნდი „მარკ სტარსი“ და „შევარდენი 1906“ ერთმანეთს შეხვდება. „თელავს“ პირველი ადგილის შესანარჩუნებლად კონკურენტების ფრე აძლევს ხელს, რომელიმე გუნდის მოგების შემთხვევაში კი პირველ ადგილს დათმობს.