weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯან პიერო ვენტურა პოსტიდან დაითხოვეს

11:53 ხუთშაბათი, 16 ნოემბერი 2017

ჯან პიერო ვენტურა იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარაა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ ოფიციალურად დაადასტურა. მისივე თქმით, ახალი მთავარი მწვრთნელი აუცილებლად სახელოვანი იქნება.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება იტალიური მედიის განსჯის საგანი გახდა. იტალიელები ვენტურას გათავისუფლების გარდა, მოითხოვდნენ, რომ თავისი პოსტი პრეზიდენტ ტავეკიოსაც დაეტოვებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, როდესაც ბრაზილიაში მუნდიალზე „სკვადრა აძურა“ ჯგუფში ჩარჩა, თანამდებობები მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემ და მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ დატოვეს.

ჯან პიერო ვენტურამ იტალიის ნაკრები 2016 წლის 19 ივლისს ჩაიბარა, თუმცა მისი მოღვაწეობა ხანმოკლე და რაც მთავარია კატასტროფული აღმოჩნდა – იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა. წარუმატებლობის საპასუხოდ, ვენტურამ განაცხადა, რომ პოსტიდან არ მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ იგი მაინც დაითხოვეს.

ვინ იქნება „სკვადრა აძურას“ ახალი მწვრთნელი, ჯერ-ჯერობით უცნობია. იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, არჩევანი კარლო ანჩელოტის, მასიმილიანო ალეგრის, რობერტო მანჩინისა და ანტონიო კონტეს შორის გაკეთდება.

შესაძლოა იტალიის ნაკრებს ზაფხულამდე დროებითი მწვრთნელი ჰყავდეს, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ - ახალი თავკაცი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ამჟამად საკლუბო ფეხბურთში დასაქმებული ალეგრი ან კონტე შეთავაზებაზე დათანხმდებიან, რათა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნაკრები ჩაიბარონ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]