ირანის ქალაქ ჰამადანში რეზა პარასტეშთან ფოტოების გადაღებას ბევრი ადამიანი ცდილობდა. ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, პოლიციას სიტუაციის დასარეგულირებლად მესის ორეულის დაკავება დასჭირდა. სამართალდამცავებმა რეზა პარასტეშს ავტომობილიც ჩამოართვეს.
რეზა პარასტეშმა პოპულარობა რამდენიმე თვის წინ მოიპოვა, როდესაც „ბარსელონას“ მაისურით ფოტო გადაიღო და ინტერნეტში გაავრცელა.