weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსთან ისტორიულ მატჩში თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა

20:48 შაბათი, 18 ნოემბერი 2017

ქართველმა მორაგბეებმა არსებობის ისტორიაში პირველად, უელსის წინააღმდეგ სტუმრად გამართული ტესტ-მატჩი თანაბარ ბრძოლაში ანგარიშით 6:13 დათმეს. „ბორჯღალოსნებმა“ ისტორიულ შეხვედრაში მაღალი კლასის მოწინააღმდეგე გუნდი გვარიანად ანერვიულეს და მცირე გამართლების შემთხვევაში მატჩის გადარჩენაც შეეეძლოთ.

„პრინსიპალიტი სტედიუმზე“ ერთადერთი ლელო ჰალამ ეიმოსმა მე-18 წუთზე დადო, გარდასახვა და ჯარიმა კი რის პრისტლენდის ანგარიშზეა. ქართველთა რიგებიდან ჯარიმა სოსო მათიაშვილმა 28-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი 3:13 მორჩა.

მეორე ტაიმის პრაქტიკულად მთელი დრო მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა „ბორჯღალოსნებმა“ უელსელებზე უკეთ ჩაატარეს. 49-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა მეორე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ხოლო 61-ე წუთზე პრისტლენდმა 7-ქულიანი სხვაობა აღადგინა. ამის შემდეგ, რამდენიმე ათეულფაზიანი შეტევის მიუხედავად, ლელოს ხაზთან 1 მეტრის სიახლოვეს ორჯერ მისულმა ქართველმა მორაგბეებმა ოვალური ბურთი ვერ დაამიწეს და ღირსეულად დამარცხდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]