შენგელიამ 25:17 წუთში საკუთარ გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი შესძინა, 8-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ორჯერ არაზუსტად ისროლა. შენგელია ორივე გუნდის რიგებში შედეგიანობის მხრივ საუკეთესო გახლდათ და მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი დააფიქსირა – 27.
„სასკი ბასკონიას“ ცხრა ტურის შემდეგ 5 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი გუნდი მეშვიდე ადგილზეა.