weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

12:50 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

იაპონიის ქალაქ კიოტოში 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში „ბორჯღალოსნები“ ტურნირზე განთესილი ნაკრების სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას. შესარჩევი ეტაპი ყველა კონტინენტზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომაც კენჭისყრაზე ჯერ-ჯერობით ის მონაწილეები იყვნენ ცნობილნი, რომლებმაც ეს პატივი საქართველოს მსგავსად წინასწარ დაიმსახურეს.

წილისყრის შედეგები ასეთია:

A ჯგუფი

  1. ირლანდია
  2. შოტლანდია
  3. იაპონია
  4. ევროპა 1
  5. ევროპა 2 - ოკეანია 3 პლეი-ოფის გამარჯვებული

B ჯგუფი

  1. ახალი ზელანდია
  2. სამხრეთ აფრიკა
  3. იტალია
  4. აფრიკა 1
  5. რეპეშაჟის გამარჯვებული

C ჯგუფი

  1. ინგლისი
  2. საფრანგეთი
  3. არგენტინა
  4. ამერიკა 1
  5. ოკეანეთი 2

D ჯგუფი

  1. ავსტრალია
  2. უელსი
  3. საქართველო
  4. ოკეანეთი 1
  5. ამერიკა 2

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასის რიგით მე-9 გათამაშებას „ამომავალი მზის ქვეყანა“ უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრებმა კი აღნიშნულ  ტურნირში მონაწილეობის უფლება 2015 წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიო თასზე ქვეჯგუფში დაკავებული მე-3 ადგილით მოიპოვა და წლევანდელ კენჭისყრაზეც სწორედ მე-3 კალათში იყო განთესილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]