ტოჩინოშინმა შაბათს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა დაიეიშო დაამარცხა, კვირას კი - აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა შოდაი დაჯაბნა. ქართველ სუმოისტს 5 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სეკიტორი ნოემბრის სუპერტურნირს ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და წინსვლისთვის აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში.
გაგამარუმ, რომელიც ძურიოში მე-12 განთესვით ირჯება, ამ უიკენდზე ასევე 2 გამარჯვება იზეიმა: მან მე-14 ნომერი იაგო და მე-8 ნომერი სეირო დაჯაბნა.