ფინალურ დაპირისპირებამდე საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში ჰოლანდიას მოუგო 5:3, ნახევარფინალში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იტალია დაამარცხა - 6:2
საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა გრან-პრიზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი პირადში და ევროპის ვერცხლის მედალოსანი გუნდურში - ქრისტინე ესებუა, ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი გუნდურში - ხათუნა ნარიმანიძე და დებიუტანტი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში - ნანა მახარაძე.
აღსანიშნავია, რომ ევროპის გრან-პრიზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა.