weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გელა ბოლქვაძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიო პირველობის ვერცხლის მედალოსანია

11:53 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გელა ბოლქვაძემ (75 კგ) პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გუშინ დაწყებულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალის გზაზე ბოლქვაძემ უკრაინელი პავლო მოლნარი (2:0), ყაზახი მირაშ ბარშილიკოვი (1:1) და ირანელი პაიამ აბდეჰ სალეჰ ბოვერი პაიანი (2:1) ჩამოიშორა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი თურქ ფათიჰ ჩენგიზთან დამარცხდა (2:5).

85 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გურამ ხეცურიანს პოდიუმამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა – რეპეშაჟის ფინალში მან აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან წააგო (1:2) და მე-5 ადგილი დაიკავა.

გუშინვე, ხალიჩაზე რამაზ ზოიძე (71 კგ) და კუკური კირცხალიაც (98 კგ) გავიდნენ, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]